საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) იორდანიული ავიაკომპანია Air Arabia Jordan იწყებს ოპერირებას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით განხორციელდება.
იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია 2017 წლის 28 აპრილიდან დაიწყებს. რეისების განხორციელება ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდეა (26.10.17) დაგეგმილი.
ფრენები კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
Air Arabia Jordan არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia“-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.