29 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4472 ლარი შეადგინა.კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4432 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 30 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 30 მარტისთვის 2.6408 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6516 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 30 მარტისთვის 0.6721 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6733 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 30 მარტისთვის 3.0431 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0667 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 2.36 შეადგინა.