შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თბილისში, ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება.
”შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 მარტს ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშრებით, თბილისში, ვარდების მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.
ღონისძიებაში მონაწილე ავტომანქანები საჩვენებელ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ. ღონისძიება 16:30 საათზე ჩატარდება”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.