ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე ტარიფი 7 აპრილიდან გაიზრდება. არსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდა 10 თეთრით იგეგმება.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, სოციალურად დაუცველებს ტარიფის ზრდა არ შეეხება.
,,ხელშეკრულებებში, რომელიც გადამზიდავებთან გაფორმდა, არის მუხლი, რომლითაც, თუ საწვავზე ფასი გაიზრდებოდა, მათ უფლება ჰქონდათ მგზავრობის ტარიფის გაზრდის. ეს მუხლი არის გამოყენებული. მოხდა არსებული ინფორმაციის შესწავლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის მგზავრობის ტარიფი არ მოიმატებს”, - განაცხადა შოთა მურღულიამ.