ჩვენ, ბოლო პროგნოზების მიხედვით, წელს დაახლოებით 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც გვაქვს, რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იქნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,8% შეადგინა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა და მას დეტალები ჯერ არ უნახავს, თუმცა ზოგადად ფიქრობს, რომ კარგი მაჩვენებელია.
”ზოგადად ვფიქრობ, რომ კარგი მაჩვენებელია. ჩვენ, ბოლო პროგნოზების მიხედვით, წელს დაახლოებით 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს, იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს, რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იქნება. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა სწორი რეაგირება საგარეო შოკზე. დღეს საგარეო სექტორის გაუმჯობესების პარალელურად შესაძლებელი იქნება 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.