"ბიზნესპრესნიუსის" გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 53.6%-ის თქმით, წელს ევროპაში მოგზაურობას არ აპირებს

„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 53.6%-ის თქმით, წელს ევროპაში მოგზაურობას არ აპირებს. გამოკითხვაში მონაწილეთა 34.2% კი ამბობს, რომ ევროპაში წასვლას გეგმავენ. ხოლო 8.1% ამბობს, რომ ევროპაში წასვლაზე მხოლოდ ფიქრობს. 4.1%-ის თქმით, წავლენ თუ არა ევროპაში არ იციან.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 484-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 8 მარტიდან 30 მარტამდე მიმდინარეობდა.