"თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ გახდეს მილიონერი, ის აუცილებლად გახდება"

არასდროს უფიქრია, რომ ბიზნესში იქნებოდა, თუმცა ყოველთვის უნდოდა, ეკონომიკასთან ახლოს ყოფილიყო.

პირველი საქმე - ”ჯემპრების ბიზნესი” მესამე კურსზე დაიწყო და კარგი შემოსავალიც მიიღო. მუშაობდა თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატში მუშად და მისი პირველი ხელფასი 60 მანეთი იყო. PalitraNews-ის რუბრიკის "ბლიცინტერვიუ" კითხვებს კომპანია "გეოპლანის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი პასუხობს.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ნებისმიერი გადადებული საქმე არის დაკარგული შემოსავალი და დაკაგული მოგება.

მიხეილ ჭკუასელს მიაჩნია, რომ წარუმატებელი შედეგი არის შედეგი, რომელიც დადებითად აისახება სხვა პროექტების წარმატებულ შედეგზე.

”ყველაზე მთავრი არის, ზუსტად განსაზღვრო მიზანი. თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ გახდეს მილიონერი, ის აუცილებლად გახდება”, - ამბობს მიხეილ ჭკუასელი

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე