საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს ბიზნესსექტორისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე უნდა დარეგულირდეს.
”დიდი ალბათობით არ არის სწორი, რომ კონსტიტუციაში ასეთი შეზღუდვები არსებობდეს. რეგულირება არის საჭირო საკანონმდებლო დონეზე. მიწა არის ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივი. კანონმდებლობაც სწორედ აქედან გამომდინარე უნდა დარეგულირდეს”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.