17 425 ლარის საქონელი პირს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (პირველადი ფორმის დაბალი წნევის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის გრანულები HDPR PE100) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 17 425 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.