გიორგი გახარია - ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად ყველაფერი კეთდება

ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად ყველაფერი კეთდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო სერიოზულად და კონცენტრირებულად ხარჯავს დიდ რესურსს ეკონომიკური ზრდისთვის. „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს კარგი სტარტით ვიწყებთ და მით უმეტეს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, რომლებმაც შეიძლება თუნდაც მცირე ზიანი მიაყენონ ეკონომიკურ ზრდას.

სახელმწიფო სერიოზულად და კონცენტრირებულად ხარჯავს დიდ რესურსს ეკონომიკური ზრდისთვის. აქ იგულისხმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით. ეს ყველაფერი კეთდება ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. დღეს რეგიონში ვართ ლიდერები, თუმცა, ისიც გვესმის, რომ 4-პროცენტიანი ზრდა არ არის იდეალური და გვინდა კიდევ უფრო მეტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.