ქართულ ბაზარზე ახალი სადაზღვევო კომპანია შემოდის. Global Benefits Georgia ოპერირებას აპრილში იწყებს. კომპანია საქართველოს მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის საერთაშორისო მომსახურებას სთავაზობს 120 ქვეყანაში.
კომპანია საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფმა - Global Benefits Group (GBG) "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან" (GIG) ერთად დააფუძნა.
GBG-მ გადაწყვიტა საქართველოში რეგიონალური ჰაბის დაფუძნება და ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსისა და სომხეთის სადაზღვევო ბაზრებს ოპერირებას თბილისიდან გაუწევს.
Global Benefits Group-ს საერთაშორისო დაზღვევის 36-წლიანი გამოცდილება აქვს და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.