თბილისში დასაქმებულთათვის დასვენება ზაფხულში უფრო პოპულარულია, ვიდრე ზამთარში.
როგორც ”ეისითის” კვლევაშია ნათქვამი, დასაქმებული თბილისელების უმრავლესობა - 61% აგვისტოში ისვენებს. აღსანიშნავია, რომ ივნისის მაჩვენებელი 6% ბევრად ჩამოუვარდება ზაფხულის სხვა თვეებს.
კვლევის თანახმად, საახალწლო და სასრიალო სეზონის თვეებში შვებულება ძალიან იშვიათია. დეკემბერი და თებერვალი 3%, ხოლო იანვარი 7%. გაზაფხულსა და შემოდგომაზე თითქმის არავინ იღებს შვებულებას.
”ეისითის” ცნობით, შვებულების აღების შემთხვევაში, დიდი უმრავლესობა 77% ქალაქგარეთ გადის, 23% კი თბილისში რჩება.
კვლევისთვის გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2017 წლის იანვარში ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 4.9%-ს არ აღემატება.