სამხრეთკორეულმა კომპანია "სამსუნგმა" გალაქსი S8 და გალაქსი S8 პლუს გამოუშვა.
ახალი სმარტფონის ეკრანი 1440 x 2960 პიქსელია, ეკრანის კორპუსთან მიმართება კი 83.6 პროცენტია. გალაქსი S8-ის გალაქსი S8 ეკრანი გაცილებით გამძლეა დაზიანებების მიმართ. წინა მოდელთან შედარებით, ეკრანი მოცულობითაც გაზრდილია, თუმცა მისი მოცულობა მაინც ჯიბეში მარტივად თავსებადია. ტელეფონი მტვერ და წყალგამძლეა. 1.5 მეტრის წყლის სიღრმეზე სმარტფონი ნახევარი საათი ძლებს.
"სამსუნგის" ახალ პროდუქციაში შეზღუდვაა ფერებში. კომპანიამ ამჯერად მხოლოდ სამი ფერის - შავი, რუხი და ვერცხლისფერი სმარტფონები გამოუშვა. წინა მოდელთან შედარებით არ შეცვლილა კამერის მოცემულობა და ისევ 12 მეგაპიქსელია. რაც შეეხება ოპერატიულ სისტემას, წინამორბედისგან განსხვავებით, ოცდაათი პროცენტით უფრო სწრაფად იმუშავებს.
ბატარეის გამძლეობას მომავალში ტესტირებები უფრო გამოავლენს, მაგრამ ამჟამინელი შეფასებით, ამ კუთხით ახალი გალაქსი წინა მოდელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა. რაც შეეხება ფასს, გალაქსი S8 64 გეგაბაიტიანი 750 დოლარი ღირს.
"სამსუნგის" ახალ სმარტფონებთან დაკავშირებით, "ფორბსის" ნაადრევი ვერდიქტი ასეთია: ”გალაქსი S8 მხოლოდ ვიზუალურ უპირატესობას ფლობს. ამჟამად ბაზარზე მასზე შთამბეჭდავი ვიზუალის მქონე სმარტფონი არ არსებობს. თუმცა მონაცემების მხრივ, ცვლილებები ნაკლებ მნიშვნელოვანი და შესამჩნევია".