„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში HUNTER-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა

„თეგეტა მოტორსმა“ ამერიკულ ბრენდ HUNTER-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და საქართველოში მისი ექსკლუზიური დილერი გახდა.

როგორც „თეგეტა მოტორსიდან” იუწყებიან, კომპანიას HUNTER 70 წლიანი ისტორია აქვს.

”იგი ცნობილია, როგორც ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვატორი სავალი ნაწილის სერვისის დანადგარების სფეროში. HUNTER აწარმოებს შემდეგი ტიპის დანადგარებს: თვლების დაყენების კუთხეების შესამოწმებელი დანადგარები, საბურავების ბალანსირების და დაშლა-აწყობის დანადგარები, სამუხრუჭე დისკების საჩარხი სტენდები და პლატფორმა ამწეები. დღეიდან „თეგეტა მოტორსში“ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა აღნიშნული დანადგარი და ისარგებლოთ 2 წლიანი გარანტიით.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.