საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი (41.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს 108.2 პროცენტია” , - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 149.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული და სხვა ცვლილებების გამო 496.2 მლნ აშშ დოლარით და 37.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასისა და საკურსო ცვლილებების გამო შესაბამისად 45.7 და 338.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.6 მლრდ აშშ დოლარი (17.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 200.3 მლნ აშშ დოლარი (530.1 მლნ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 871.8 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი) და 855.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.1 მლრდ აშშ დოლარი (8.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.1 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისმა ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 9.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა, 2016 წლის წლიური მშპ-ს 66.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (10.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.6 პროცენტია.
2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 7.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 200.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 193.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.