სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს Toma-ს თბილისში, ქინძმარაულის ჩიხი #4-ში მდებარე 671 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია ლეიბების საწარმოს შექმნის, რისთვისაც არანაკლებ 472 350 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შპს Toma ბაზარზე უკვე 7 წელია პოზიციონირებს და იღებს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია წარმოების გაფართოებას და უფრო მეტი პროდუქციის რეალიზებას შეძლებს.