კრეატიული იდეების შესარჩევად „სიბისი“-ს ეროვნული ჩემპიონატი იწყება. სასტუმრო Holiday Inn-ში დღეს „სიბისის“ ორგანიზატორებისა და ჟიურის წევრების შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილეს ჩემპიონატთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, რის შემდეგაც კრეატიული სტარტაპებისთვის ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.
როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორები იუწყებიან, დანიური ორგანიზაციის, Creative Business Cup (CBC)-ის ეროვნული პარტნიორი საქართველოში, "სიბისი ჯორჯია" საქართველოში ინიცირებული, კრეატიული ბიზნეს იდეების/პროექტების საკონკურსო გადარჩევას და „სიბისი“-ს საერთაშორისო კონკურსზე წარდგენას უზრუნველყოფს. კონკურსის შედეგად შერჩეული იდეები ავტომატურად გლობალურ ინვესტორთა და წამყვან საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციათა თვალსაწიერში ხვდებიან.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ „ჯორჯიან ჰოსპიტალითი გრუფის“ დამფუძნებელი და დირეტორი საბა კიკნაძე, SEAF საინვეასტიციო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ესბან ემბორგი, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი, „საქპატენტის“ ექსპერტი მერაბ ქუცია, „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი მარიანა მორგოშია, „აჭარა გრუფ ჰოსპიტალითის“ დირექტორის მოადგილე აკაკი ჩხიკვაძე, CBC ჯორჯიას დამფუძნებელი.
ჩემპიონატის ორგანიზატორთა განცხადებით, Creative Business Cup Georgia ჩემპიონატში მონაწილეთა იდეებს, გეგმებს, სტრატეგიას განიხილავს და მონაწილეებს მის რეალურ ბიზნესად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
„ჩემპიონატზე შეირჩევა საუკეთესო იდეები, რის შემდეგაც ორგანიზაცია კონკურსის გზით გამარჯვებულის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენას უზრუნველყოფს.
ეროვნული ჩემპიონატის საშუალებით, მონაწილეები შეძლებენ სპონსორების მოძიებას და კრეატიული იდეის საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენას.“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
„სიბისი ჯორჯიას“ ეროვნულო ჩემპიონატი ტარდება როგორც ბიზნეს სექტორის ჩართულობით, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით.
ჩემპიონატი 16 მაისს დაიწყება და 30 მაისს ფინალით დასრულდება.
დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები CBC Georgia-ს ვებ-გვერდს www.cbc.ge უნდა ეწვიონ.