2015 წელთან შედარებით, 2016 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2.94%-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წელს გახნილი დანაშაულის რაოდენობა 20 661-ია, გაუხსნელის - 15 336, ხოლო ამავე წელს გახსნის მაჩვენებელი 57.40%.
რაც შეეხება 2015 წელს, ამ შემთხვევაში გახსნილი დანაშაულის რაოდენობა 21 176-ს შეადგენდა, გაუხსნელის - 13 920, ხოლო 2015 წელს გახსნის მაჩვენებელი 60.34% იყო.