თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები 8.9 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები 8.9 მილიონი ლარით შემცირდა და 436.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3% იყო.

როგორც ეროვნული ბანკის გასული თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, ვადაგადაცილებული სესხების 40.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 63.5%-ს გაუტოლდა.