ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი 740 მილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ.
ჯარედ კუშნერის ქონებრივი დეკლარაცია ტრამპის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების დეკლარაციებთან ერთად გამოაქვეყნა.
დეკლარაციაში მითითებულია შემოსავალი და აქტივების ღირებულება, რასაც პოლიტიკოსი თანამდებობის დაკავების მომენტამდე ფლობდა.
პარასკევს გამოქვეყნებულ მონაცემებში თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის დეკლარაციები არ არის.
კუშნერის დეკლარაციის თანახმად, ივანკა ტრამპის ტანსაცმლისა და პარფიუმერიის წარმოების ბიზნესის ღირებულება 50 მილიონ დოლარს შეადგენს. Trump International Hotel-დან მისი წილი 25 მილიონ დოლარადაა შეფასებული. თავად ივანკა ტრამპს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები საკუთარი შემოსავლის შესახებ.
Financial Times-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულია ქვეყნის ისტორიაში.
წყარო ALLNEWS.GE