იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების კატეგორიაში, ევროპული ბაზრის ლიდერი კომპანია OSHEE უკვე საქართველოშია.
OSHEE პოლონური ბრენდია, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებულ, უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა სახის სასმელსა და საკვებ პროდუქციას აწარმოებს. OSHEE-ის ხარისხის უკან კომპანიის ათწლიანი გამოცდილება დგას. ბრენდს ნდობას მთელს ევროპაში უცხადებენ. აღსანიშნავია, რომ OSHEE-ის პროდუქციას „რეალისა“ და „დორტმუნდის ბორუსიას“ ფეხბურთელები და სხვა ცნობილი სპორტსმენები აქტიურად მოიხმარენ.
ქართულ ბაზარზე შემოსვლის აღსანიშნავად და მომხმარებლისთვის ბრენდის კონცეფციის
გაცნობის მიზნით, OSHEE-ის დამფუძნებელმა და კომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, პროდუქციის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებას ქართველი, ცნობილი სპორტსმენები ესწრებოდნენ, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე. ტალახაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი დონის ბრენდის შემოსვლას მიესალმება.
„ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, სასიამოვნოა იმის გაგება, რომ OSHEE უკვე საქართველოშია. მოგეხსენებათ, სპორტსმენებს სჭირდებათ ენერგიის აღდგენის მიზნით, დამატებითი კვების მიღება. მეც უკვე რამდენჯერმე გავსინჯე ვარჯიშის დროს OSHEE-ის სხვადასხვა პროდუქტი და ძალიან კმაყოფილი ვარ. წარმატებას და განვითარებას ვუსურვებ კომპანიას. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია", -აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.
როგორც OSHEE-ის დამფუძნებელმა პატრიკ დენ ბალტმა განაცხადა, ბრენდისთვის, რომელიც უკვე მსოფლიოს 34 ქვეყანაში ოპერირებს, ქართული ბაზარი ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ OSHEE-ის პროდუქცია უკვე საქართველოშია. საქართველო მთელს რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ახალგაზრდები აქ თანდათან იწყებენ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას და მათ სჭირდებათ ისეთი სასმელი, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით და მინერალებით. ვფიქრობ, სწორედ ამ, საწყის ეტაპზე, ოშის პროდუქციის გამოჩენა ქართულ
ბაზარზე, ძალიან მნიშვნელოვანია.“ განაცხადა OSHEE-ის დამფუძნებელმა
„ბიზნესპრესნიუსი“ OSHEE GEORGIA-ს ადგილობრივ წარმომადგენელს, სანდრო კილაძესაც ესაუბრა. სანდრო კილაძემ აღნიშნა, რომ OSHEE -ის ქართული გუნდის მიზანი და მოტივაცია საზოგადოებისთვის ჯანსაღი და სასარგებლო ალტერნატივების შეთავაზებაა.
OSHEE -ის იდეოლოგია გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას. კომპანია აწარმოებს იზოტონურ და ვიტამინ-სასმელებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსის აღდგენას, ვიტამინების, საჭირო მინერალებისა და ბუნებრივი ძალების დახმარებით. არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს და კომპონენტებს,“ - განაცხადა OSHEE GEORGIA-ს წარმომადგენელმა სანდრო კილაძემ.
მისივე თქმით, კომპანია ორიენტირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის სრულყოფილად უზრუნველყოფაზე. როგორც კილაძე განმარტავს, სპორტული იზოტონური სასმელები - სპეციალურადაა შექმნილი ფიზიკური დატვირთვის დროს მისაღებად.
ცალკე მიმართულებაა OSHEE-ის ვიტამინიზებული წყლები, რომელიც შექმნილია მასობრივი მოხმარებისთვის და დიეტური საკვების დანამატია.
OSHEE -ის პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია თბილისის მასშტაბით არსებულ ჰიპერმარკეტებში, 240-მდე A და B კატეგორიის მაღაზიებსა და ფიტნეს ცენტრებში.
ქრისტინე გამთენაძე
(R)