საქართველოს სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით , "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონის და "ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი ეროვნული წესების" თანახმად, 2017 წლის 3 აპრილს აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს საქართველოს V, VIA, VIB, VIC, VIIA, XIF, XIIIA, და XIV სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად.
სალიცენზიო ბლოკების ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.
სალიცენზიო ბლოკზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სახელმწიფო სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #2.
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ეროვნული სააგენტოს უფროსისადმი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მიიღონ 2017 წლის საინფორმაციო პაკეტები სალიცენზიო ბლოკებისა და ტენდერის პირობების შესახებ. საინფორმაციო პაკეტის მიწოდება შესაძლებელია უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთის მისამართზე, საიდანაც შესაძლებელი იქნება ჩამოტვირთვა. სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნ პირთა მომსახურებას კურიერით, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.
საინფორმაციო პაკეტი მოიცავს:
ა) სალიცენზიო ფართობის ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;
ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული ბლოკისთვის;
გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი ბლოკისთვის;
დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;
ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეთათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.
წერილობითი მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
საქართველო, ქ. თბილისი 0105, სანაპიროს ქუჩა #2.
ტელ: (+995 32) 2253399; (+995 32) 2253302
ვებგვერდი: www.saog.gov.ge
ელ.ფოსტა: info@saog.gov.ge
საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დეპარტამენტის უფროსი
ვაჟა მიქელაძე - v.mikeladze@saog.gov.gen ; ტელ: +995 595 000 024
ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი
დალი გაბელაია - d.gabelia@saog.gov.ge ; ტელ: +995 599 033 043
მრჩეველი ალექსანდრე ჭაბუკიანი - alecocha@gmail.com; ტელ: +995 595 000 050
(R)