სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ყველა - 63-ვე სადგური დაიხურა, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.
აღნიშნული მომენტისთვის მეტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი.