ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ წინა თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 8 935 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 635 ათასი კილოვატი საათით აღემატება მარტის პროგნოზს.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ცნობით, ქარის მაქსიმალური სიჩქარე მიმდინარე თვეში 32 მეტრ/წამს გაუტოლდა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით ელექტროსადგურმა დროებით შეაჩერა ტურბინების მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმიდან 27 იანვარს მოიხსნა და მოქმედებს როგორც კვალიფიციური საწარმო. ამასთანავე, სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია შეადგენს 30 282 834,9 კილოვატ საათს.