ქუჩის დასახელების აღმნიშვნელი აბრების დასამზადებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 600 ათასი ლარია გამოყოფილი.
ამის შესახებ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, "სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის" თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჯახველაძის თქმით, იმისათვის, რომ მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირება თუ ვისი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობენ, ქუჩის პირველ ნომერთან გაკეთდება სპეციალური აბრა, სადაც იმ პიროვნების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები იქნება დატანილი.
„აბრების დამზადებას მერიის კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს. კერძოდ, აბრების დამზადებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს. წელს აბრებისთვის საკმაოდ გვაქვს თანხები - 600.000 ლარია გამოყოფილი,“- ამბობს ჯახველაძე.