ჩემი სურვილია, უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს ნავსაყუდელი ისეთი ხალხის, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტების მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის მსურველთა აკადემიური მოსწრებაც ადეკვატური იქნება.
„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტის მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხალხის აკადემიური მოსწრება ადეკვატური იქნება. მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ერთი თვის ვადაში ამასთან დაკავშირებით უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.