გაჩერებების სახელდებაც გვინდა, რომ ავტობუსის გაჩერებები გამოცხადდეს. ამის შესახებ საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა "სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის" თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ განაცხადა.
როგორც მან AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, იგეგმება ახალი მეტროს გახსნაც.
ამასთან, თბილისის ამა თუ იმ კვარტალში (გლდანი, ვარკეთილი) კვარტალური რუკებიც დაიდგმება, რომელზეც ყველაფერი დაიტანება. ეს კი ადამიანებს, თუნდაც, სასწრაფო დახმარებას, სახანძროს, უცხო სტუმარს, ტურისტებს ორიენტაციისთვის დაეხმარება.