4 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4220 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.34 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 5 აპრილს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 5 აპრილისთვის 2.5765 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.89 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 5 აპრილისთვის 0.6635 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6686 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 5 აპრილისთვის 3.0149 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0438 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 2.89 შეადგინა.