IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 47% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.კერძოდ, კითხვაზე ”რა მიგაჩნიათ საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად” გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.
გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ეკონომიკური კრიზისია, 9% ტერიტორიულ მთლიანობას, 3% სოციალურ პრობლემებს, 2% კი ქვეყნის მთავარ პრობლემად ინფლაციას ასახელებს.