სახელმწიფო ძალიან კონცეტრირებულად, მთის კურორტების განვითარებისთვის ხარჯავს საკმაოდ დიდ რესურსს , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ეს კონფერენცია დაფასებაა საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობების.
”რეალურად ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები. მთის კურორტები არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და ეს კონფერენცია არის ხელსაყრელი, რომ მოვახდინოთ ქვეყნის წარმოჩენა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია ”ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის” დღეს გაიხსნა, რომელსაც 300-მდე დელეგატი ესწრება. ღონისძიების დაწყებისთანავე კონფერენციის დამსწრეებმა ნახეს საქართველოს სამთო კურორტების შესახებ გადაღებული ვიდეოკლიპი.