ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მყარდება

ლარი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად, 89 პუნქტით გამყარდა და მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7381 ნიშნულით განისაზღვრა. მან პოზიციები გაიმყარა ევროსთანაც - 199 პუნქტით და 2.3840 ნიშნულამდე დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციით ხასიათდება. თებერვლის ბოლოს 1 დოლარი 1.7495 ლარი ღირდა.

ლარმა დევალვაცია გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო და პიკს 2 თებერვალს მიაღწია, როდესაც დოლართან მიმართებაში 1.7822 ნიშნულს მიაღწია.