ჩინეთში ალუბლის „კოკა-კოლას“ შეზღუდული სერია ქილებზე უორენ ბაფეტის სახით გამოვა გაყიდვაში.
„ბიბისის“ ცნობით, ამერიკელი მილიარდერი ინვესტორი ხშირად არის შემჩნეული ალუბლის კოკა-კოლის სმისას, ხოლო მისი საინვესტორო კომპანია Berkshire Hathaway კოკა-კოლას ერთ-ერთი აქციონერია და თანამშრომლობის 25 წარმატებულ წელს ითვლის.
მიუხედავად ამისა, კოკა-კოლას წარმომადგენლების თქმით, კომპანიას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ინვესტორი მისი სურათის გამოყენებაზე დათანხმდა.
ალუბლის კოკა-კოლა აშშ-ში 1985 წლიდან გამოდის, ხოლო ჩინეთში - ამა წლის 10 მარტიდან. როგორც „კოკა-კოლას“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, არ არსებობს პროდუქტის იმაზე უკეთესი რეკლამა, ვიდრე მისი ყველაზე ცნობილი მომხმარებლის სახე.
უორენ ბაფეტს კოკა-კოლის 500 მლ-იან ქილებზე მისი სახის გამოსახვისთვის არაფერს უხდიან.