სემეკ-მა 2016 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან იუწყებიან , ანგარიშში დეტალურადაა განხილული კომისიის მიერ რეგულირებადი - ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების 2016 წლის ძირითადი მიმართულებები და შედეგები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კომისიის აქტივობები, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით განხორციელებული პროექტები.
ვრცელი ანგარიშის ნახვა შესაძლებელია კომისიის ვებგვერდზე - http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/tsliuri%20angariSi%202016_opt.pdf