როგორ გამოიყურება ვაგზლის მოედანი გარემოვაჭრეების გარეშე (ფოტორეპორტაჟი)

გვიან ღამით, გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღეს თბილისში, ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან და თევდორე მღვდლის ქუჩის ნაწილიდან.

ტერიტორია უკვე დაასუფთავა თბილ-სერვის ჯგუფმა. შესაბამისად, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება დღეიდან აღარ აქვთ. 

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ, ორ კვირაზე მეტია დაიწყო სხვადასხვა ტერიტორიაზე კონსტრუქციების აღება. როგორც აცხადებენ, მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.

ფოტოების ავტორი: გიორგი ჟამერაშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა