თელავში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ორგანიზაცია ოქსფამის (Oxfam) ორგანიზებით, ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით , საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი ჩატარდა.
აღნიშნულ ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ დარგში თვითდასაქმებულ წვრილ მევენახეებზე გაკეთდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო იმ მიდგომებისა და ხედვების გაცვლა, რომელიც ხელს შეუწყობდა წვრილი მეწარმეების მხარდაჭერის გზით, სოფლად სიღარიბის აღმოფხვრასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.
ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის. მის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავებისა და მისი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა. გაიმართა საზოგადოებრივი დისკუსია, რამაც შექმნა საზოგადოებრივი დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველი. გააგრძელეთ კითხვა