,,გაზპრომთან“ დაკავშირებით ახალი კონტრაქტის დადების დროს მაქსიმუმი იქნა მიღწეული
, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით თუკი ოპოზიციის მხრიდან რაიმე საკითხი იქნება წამოწეული, მისი განხილვა იმ ფორმატით მოხდება, რასაც საპარლამენტო მუშაობა ითვალისწინებს.
,,იმ მოცემულობაში, რაც ქვეყანას გააჩნია თავისი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ,,გაზპრომთან“ დაკავშირებით ახალი კონტრაქტის დადების დროს მაქსიმუმი იქნა მიღწეული. ოპოზიციის მხრიდან თუკი რამე საკითხები იქნება წამოწეული, მათ შორის კომისიასთან დაკავშირებით, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე იმ ფორმატში, რა ფორმატსაც ითვალისწინებს საპარლამენტო მუშაობა და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“ , - განაცხადა ლევან კობერიძემ.
,,ნაციონალური მოძრაობა“ ,,გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხოლო ,,ევროპული საქართველო“ საკითხის ინტერფრაქციულ ნდობის ჯგუფში განხილვას ითხოვს.