საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ეკონომიკურ- სამართლებრივი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ეკონომიკურ-სამართლებრივი კომიტეტის სხდომა გაიმართა. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, კომიტეტის წევრებმა დებულება განიხილეს და ახალ წევრებს გაეცნენ. პალატის კომიტეტის რიგებს იურიდიული საკონსულტაციო იურიდიული კომპანიები - BLC და CCLA შეემატნენ. შეხვედრაზე კიდევ ერთი განსახილველი საკითხი ე.წ. ლარიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე პოზიციის მომზადება იყო. შეჯერებული პოზიცია ინვესტორთა საბჭოს წარედგინება.

ეკონომიკურ-სამართლებრივი კომიტეტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უკვე მესამედ შეიკრიბა. ის პალატისა და EY-საქართველოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა ბიზნესწრეებთან საუბრების და შეხვედრების შედეგად, მათთვის პრობლემატური საკითხების აღმოჩენა და გადაწყვეტის გზების მოძიებაა.