ევროპარლამენტმა უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 75 იყო, 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის საკითხი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
უკრაინისათვის უვიზო რეჟიმი, როგორც მოსალოდნელია, ივნისის დასაწყისში ამოქმედდება.