დღეიდან ახალი პირადობის მოწმობის აღება უფასოდ არის შესაძლებელი.
აღნიშნული აქციით სარგებლობას ის სრულწლოვანი მოქალაქეები შეძლებენ, რომლებსაც ახალი პირადობის მოწმობა არასოდეს ჰქონიათ.
ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, აქცია 29 აპრილამდე გაგრძელდება.
აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.