გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. გლდანის ციხესთან მას ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, ის პირველ რიგში მოინახულებს მამას, რომელიც საავადმყოფოში წევს და ასევე შვილს, რომელიც არ უნახავს.

რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო მკაცრი სასჯელია, ვინაიდან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.