6 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4270 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4276 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 აპრილს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 7 აპრილისთვის 2.5884 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5900 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 7 აპრილისთვის 0.6568 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 7 აპრილისთვის 3.0292 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0257 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.35 შეადგინა.