2016-2017 წლების სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, საზღვარგარეთ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში საქართველოს 565 მოქალაქე სწავლობს.
საქსტატის მონაცემებით, ეს რაოდენობა 162-ით მეტია წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე.
ქართველი სტუდენტების უმეტესობა - 400 სტუდენტი საზღვარგარეთ სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობს. მათ შორის, 154 სტუდენტი გერმანიაში ეუფლება განათლებას.
საქართველოდან წასული 165 სტუდენტი საზღვარგარეთ კერძო სასწავლებლებში სწავლობს, მათ შორის ყველაზე მეტი - 63 სტუდენტი პოლონეთშია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული ქალი სტუდენტების რაოდენობა (378) 191-ით აღემატება კაცი სტუდენტების რაოდენობას (187).