1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4151 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4151 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4151 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4270 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5680 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5884 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0204 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.