საქართველო მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონად მიიჩნევა. ამ სფეროს რეგულირებისთვის არსებობს კანონი "ვაზისა და ღვინის შესახებ", რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის განვითარებას, ასევე კონკურენტუნარიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას. აღნიშნული კანონის მიხედვით, საქართველოში წარმოებული ღვინოების სამგვარი კლასიფიკაცია არსებობს.
ხარისხის მიხედვით: სუფრის, მხარის, სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის, სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული უმაღლესი ხარისხის, ტიპების მიხედვით: მშრალი, ნახევრადმშრალი, ტკბილი, ნახევრადტკბილი, ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული, არომატიზებული. ფერის მიხედვით: თეთრი, ვარდისფერი, წითელი.
მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია:
ყურძნის წვენისა და კონცენტრირებული ყურძნის წვენის დადუღება ღვინის მისაღებად;
ღვინის წარმოება ჭაჭისგან, ლექისა და ქიშმიშისგან;
გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება ღვინის წარმოებაში;
ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე ნებისმიერი წარმოშობის ეთილის სპირტის დამატება, გარდა შემაგრებული ღვინოების წარმოების დროს და ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისთვის განკუთვნილი ლიქიორის დასამზადებლად გამოყენებული საბრენდე სპირტისა; იხილეთ გაგრძელება