„მემარცხენე ალიანსი“ 7 აპრილის უქმედ გამოცხადებას ითხოვს

პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ითხოვს, 7 აპრილი უქმედ გამოცხადდეს.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს 4 აპრილს მიმართა. წინადადების თანახმად, ცვლილება „შრომის კოდექსის“ მე-20 მუხლში უნდა შევიდეს.

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.