აშშ სირიისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, - იუწყება სააგენტო „როიტერსი“.
როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, დამასკოს წინააღმდეგ ახალი სანქციები იდლიბის პროვინციაზე ქიმიური იარაღით შეტევის მიტანაზე პასუხი იქნება.
ახლო მომავალში აშშ-ის ხელისუფლება დააკონკრეტებს, თუ როგორი იქნება სანქციის ზომები.
სტივენ მნუჩინმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები „სერიოზულ გავლენას მოახდენს დამასკოსთან საქმიანი კავშირების განხორციელებაზე“.
„ეს სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მათ გამოვიყენებთ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, - აღნიშნა მან.