”Audi”-ის ხელმძღვანელებმა R8-ს უფრო იაფი ვერსიის გამოშვება გადაწყვიტეს, რომელიც უკანაამძრავიანი იქნება.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ R8 გაცილებით უკეთ უნდა იყიდებოდეს და იმისათვის, რომ ამ მოდელზე მეტი მოთხოვნა იყოს, გადაწყვიტეს, გამოუშვან უკანაამძრავიანი ვერსია, რომელსაც წონაც ნაკლები ექნება და სრულამძრავიანზე თითქმის 50 000 ევროთი იაფი ეღირება. 115 000 ევრო R8-სთვის სერიოზულ ფასდაკლებას ნიშნავს.
უკანაამძრავიანი R8-ს გამოშვება 2019 წლისთვის დაიგეგმა.
გარდა ამისა, ”აუდი” ელექტრო-სპორტქარის გამოშვებასაც აპირებს. ეს იქნება Porsche Mission E-ს თანაპლატფორმელი მოდელი, რომელიც 2020 წელს უნდა გამოვიდეს.
წყარო autobild.ge