54 წელია უორენ ბაფეტი საუზმეზე მხოლოდ 3.17 დოლარს ხარჯავს

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინვესტორი, მილიარდერი უორენ ბაფეტი ყოველდღიურად საუზმეზე მხოლოდ 3.17 დოლარს ხარჯავს.

CNBC-ის ცნობით, უკვე 54 წელია ყოველ დილით გზად ოფისამდე, ამერიკელი მილიარდერი იქვე მდებარე ”მაკდონალდსში” შედის და 2.61-დოლარიან , 2. 95-დოლარიან ან 3.17-დოლარიან მენიუს უკვეთავს, რომელშიც ძირითადად შედის ორიოდე ჰამბურგერი და ერთი ტკბილი შუშხუნა სასმელი.

როგორც ბაფეტი მისი ცხოვრების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „იყო უორენ ბაფეტი“ ამბობს, მისი არჩევანი დამოკიდებულია იმ დღის სავალუტო კურსზე.

86 წლის მილიარდერი მსოფლიოს ნომერ მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ბაფეტის ქონება 78,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა ამის მიუხედავად, ამერიკელი ინვესტორი დღემდე ნებრასკაში, 1958 წელს ნაყიდ სახლში ცხოვრობს, რომელშიც მაშინ 31 500 დოლარი გადაიხადა.