YouTube არ გაუშვებს რეკლამას არხებზე, რომელთაც 10 000-ზე ნაკლები ნახვა აქვთ

YouTube უარს ამბობს რეკლამის გაშვებაზე იმ არხებზე, რომელსაც 10 000-ზე ნაკლები ნახვა აქვთ.

ახალი წესის თანახმად, არხების მფლობელები ვერ ჩართავენ მონეტიზაციას, ვიდრე 10 000 ნახვას არ დააგროვებენ. YouTube-ში იმედოვნებენ, რომ ამ წესის შემოღების შედეგად შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ კონკრეტულ საიტზე და მის კანონიერად არსებობაზე.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის არიელ ბარდინის განცხადებით, რამდენიმე კვირაში YouTube-ს დაემატება ახალი ავტორების შემოწმების ფუნქცია.

YouTube-მა ახალი წესი საპარტნიორო პროგრამა YouTube Partner Programme-ს ფარგლებში მიიღო. პროგრამა 2007 წელს ჩაეშვა და ავტორებს რეკლამის, ფასიანი ხელმომწერებისა და ანოტაციების მეშვეობით საკუთარ კონტენტზე თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს.

ახალი წესის შემოღების მიზანი მსხვილი რეკლამისდამკვეთების შეჩერებაა, რომელთაც უარი თქვეს ვიდეოსერვისთან თანამშრომლობაზე, მას შემდეგ, რაც ბევრი ცნობილი ბრენდის რეკლამა შეუსაბამო კონტენტის გვერდით აღმოჩნდა.