YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული მომხმარებლების 61% ინტერნეტ რეკლამას ენდობა.
კომპანიის ცნობით, ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება წინა გამოკითხვის შედეგებს. სამი წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ინტერნეტ რეკლამას გამოკითხულთა მხოლოდ 50% ენდობოდა.
გამოკითხვაში მონაწილე ინტერნეტ მომხმარებელთა განცხადებით, „რეკლამა უფრო პატიოსანი გახდა. გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ხშირად ხვდება „პატიოსანი რეკლამა“. 2014 წელს ჩატარებულ გამოკითხვის თანახმად, ასეთი მომხმარებლების რაოდენობა 56%-ს აღწევდა.
YouGov-ის კვლევის თანახმად, მომხმარებელთა მოთხოვნა ასევე იზრდება რეგულაციების მიმართ. 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 58% მხარი დაუჭირა მკაცრი მოთხოვნები დაწესებულიყო რეკლამისდამკვეთისთვის რეკლამაში გაცხადებული ინფორმაციის სისწორეზე. წლევანდელი გამოკითხვის შედეგად კი, ასეთი მომხმარებლების რიცხვი 64%-მდე გაიზარდა.
გამოკითხვაში მონაწილე მომხმარებლების 30%-ის განცხადებით, ინტერნეტში ყველაზე მეტად ბანერულ რეკლამას ენდობიან.